Accessibility links

logo-print

ინდოეთში მგზავრებით გადავსებული გემი ჩაიძირა


ინდოეთში მგზავრებით გადავსებული გემი ჩაიძირა მდინარე განგში. დაიღუპა, სულ ცოტა, 36 ადამიანი,

ინდოეთში მგზავრებით გადავსებული გემი ჩაიძირა მდინარე განგში. დაიღუპა, სულ ცოტა, 36 ადამიანი,
ჯერაც ვერ პოულობენ 40-ს. უბედური შემთხვევა მოხდა წუხელ, უტარ პრადეშის შტატში: ოფიციალური ინფორმაციით, 50 მგზავრისთვის განკუთვნილ გემში 100-მდე კაცი იმყოფებოდა, როცა ის შუა მდინარეში ჩაიძირა. 20-მდე ადამიანმა ნაპირამდე გაცურვა შეძლო. მგზავრების უმრავლესობა იყვნენ ფერმაზე დაქირავებული მუშები, რომლებიც შინ ბრუნდებოდნენ. უტარ პრადეშში, განუვითარებელი ინფრასტრუქტურის გამო, ძალიან ხშირია ნავებით, თუ გემებით დაშვებულ რაოდენობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა. მდინარეების გასწვრივ მდებარე სოფლებს შორის მიმოსვლა სხვაგვარად, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG