Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის


რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსეთი მზადაა, გაუზიაროს ინდოეთს

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსეთი მზადაა, გაუზიაროს ინდოეთს
ბოლოდროინდელი მიღწევები შეიარაღების ტექნოლოგიის სფეროში. ივანოვი, რომელიც ინდოეთში იმყოფება ორი ქვეყნის ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე დასასწრებად, აღნიშნავს, რომ მოსკოვი და დელი გეგმავენ თანამშრომლობას საბრძოლო თვითმფრინავების, საბრძოლო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების წარმოებაში. ივანოვის ვიზიტთან დაკავშირებულ ცნობებში, საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასი" იუწყება, რომ სამხედრო სწავლების დროს იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ივანოვი და მისი ინდოელი კოლეგა, პრანაბ მუკჰერჯი ისხდნენ, პარაშუტზე დამაგრებული ჭურვი ჩამოვარდა: ტალავიზიამ აჩვენა, როგორ გაიქცა რამდენიმე ადამიანი იმის შიშით, რომ ჭურვი მოხვდებოდა. რუსი და ინდოელი მინისტრები კი არ განძრეულან. მოგვიანებით კომენტირებისას, ივანოვს დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია ამ ინციდენტისთვის, მანვე შეაქო ინდური სამხედრო-საჰაერო ძალები. რუსეთი არის ინდოეთის უდიდესი მომმარაგებელი შეიარაღების სფეროში. ინდოეთზე მოდის მთელს მსოფლიოში რუსული იარაღის ექსპორტის 40 პროცენტი.
XS
SM
MD
LG