Accessibility links

logo-print

პაკისტანიდან მოსული ინფორმაციით, მძლავრი მიწისძვრიდან


პაკისტანიდან მოსული ინფორმაციით, მძლავრი მიწისძვრიდან 8 დღეში ქაშმირში ცოცხალი იპოვეს ჩვილი გოგონა.

პაკისტანიდან მოსული ინფორმაციით, მძლავრი მიწისძვრიდან 8 დღეში ქაშმირში ცოცხალი იპოვეს ჩვილი გოგონა.
8 ოქტომბერს მიწისძვრამ პაკისტანში 40 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამხედრო პრეს-მდივან გენერალ შაუკატ სულტანის განმარტებით, სამხედროებმა ჩვილი გოგონას შესახებ შეიტყვეს მისი ძმებისაგან. ბიჭებმა უთხრეს ჯარისკაცებს, რომ მათი და ცოცხალი იყო, მაგრამ ვერ ამოჰყავდათ შენობის ნანგრევებიდან. მათ სამხედროებს სთხოვეს დახმარება. პრეს-მდივნისვე თქმით, ბავშვების მშობლები მიწისძვრის დროს დაიღუპნენ და აქამდე მათი უფროსი შვილი, 9 წლის ბიჭუნა პატრონობდა ორ უმცროს ძმას.
XS
SM
MD
LG