Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ "რამდენიმე


ერაყის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ "რამდენიმე დღით" გადადო

ერაყის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ "რამდენიმე დღით" გადადო
საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგების გამოცხადება. დღეს გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ კომისიას კიდევ რამდენიმე დღე ესაჭიროება რთული და საპასუხისმგებლო ამოცანის ბოლომდე შესასრულებლად. ამასთანავე, კომუნიკეს თანახმად, ბიულეტენების აღრიცხვის პროცესში კომისია განაგრძობს საშუალედო შედეგების გამოცხადებას. დღეს, უფრო ადრე, გამოცხადდა, რომ ერაყის სამხრეთში მდებარე ექვსი პროვინციის მოსახლეობამ, რომლის უდიდეს ნაწილს შიიტები შეადგენენ, მხარი დაუჭირა ქვეყნის ახალ კონსტიტუციას. კონსტიტუციის პროექტი უარყოფილად ჩაითვლება, თუ მისი წინააღმდეგი იქნა ამომრჩევლის ორი მესამედი 18 პროვინციიდან თუნდაც სამში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კმაყოფილება გამოთქვა ერაყელი ამომრჩევლის აქტიურობის გამო. [ჯორჯ ბუშის ხმა] "ერაყის რეფერენდუმზე ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო: ვიფიქრე, თუ ხმის მიცემის პროცესი ასე აქტიურად მიმდინარეობს, ესე იგი ერაყელი ხალხი ყველა სადავო საკითხის მშვიდობიანად მოგვარებას ემხრობა-მეთქი." რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტმა.
XS
SM
MD
LG