Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა


ევროპის კავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს განიხილავდნენ ფრინველის გრიპის ეპიდემიის თავიდან აცილების საკითხს. ევროკავშირის ჯანმრთელობის

ევროპის კავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს განიხილავდნენ ფრინველის გრიპის ეპიდემიის თავიდან აცილების საკითხს. ევროკავშირის ჯანმრთელობის
დაცვის კომისარმა მარკოს კიპრიანუმ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ევროპაში ფრინველის გრიპის შეღწევა არ ზრდის ადამიანების გრიპის გავრცელების საფრთხეს. კიპრანუს თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს გრიპის გავრცელების წინააღმდეგ. მან განაცხადა, რომ კოორდინაცია და თანამშრომლობა ყველა ქვეყანას შორის ვირუსთან ბრძოლის წინაპირობაა.
(კიპრიანუს ხმა)
“ვერც ერთი ქვეყანა ვერ შესძლებს მარტო დაიცვას თავი. ჩვენ კოორდინაცია და თანამშრომლობა გვიჭირდება კავშირის ყველა წევრს შორის, რათა ეფექტიანად დავიცვათ თავი გრიპის პანდემიისაგან”.
შეხვედრა მოჰყვა რუმინეთის განცხადებას, რომ ამ ქვეყანაში, დუნაის დელტაში, უკრაინის საზღვართან, აღმოჩენმილი იქნა ფრინველის გრიპის შემთხვევა. ვირუსი ნახეს თურქეთშიც. საბერძნეთში იკვლევენ, გავრცელდა თუ არა ვირუსი ამ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG