Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ყაბარდო- ბალყარეთის დედაქალაქში, ნალჩიკში


რუსეთის ყაბარდო- ბალყარეთის დედაქალაქში, ნალჩიკში უშიშროების ძალები ფართომასშტაბიან ოპერაციას

რუსეთის ყაბარდო- ბალყარეთის დედაქალაქში, ნალჩიკში უშიშროების ძალები ფართომასშტაბიან ოპერაციას
ახორციელებენ. ამასწინანდელი თავდასხმების შემდეგ ისინი ისლამისტ ექსტრემიტებს დაეძებენ. იუწყებიან, რომ პოლიციამ ქალაქის ზოგიერთი ნაწილი გადაკეტა, ქალაქში მოძრაობენ შეიარაღებული მანქანები. მოსახლოებას პოლიციამ სახლებში დარჩენის მითითება მისცა. რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ გენერალმა ნიკოლაი შეპელმა განაცხადა, რომ დღეს თავდასხმებში მონაწილე შეიარაღებული პირების ერთი ჯგუფი დაიჭირეს, მათ შორის ადგილობრივი პირები არიან. მისი თქმით, დაკავების დროს, მათ წინააღმდეგობა გასწიეს. შეპელს დაკავებულთა რიცხვი არ გაუმხელია. მან თქვა, რომ ხუთშაბათის თავდასხმების მონაწილეებს იარაღი ნარკოტიკების კონტროლის უწყებიდან ჰქონდათ წაღებული, მასზე თავდასხმა შარშან დეკემბერში მოხდა. (შეპელის ხმა) “ნაადრევია გამოძიების შედეგებზე ლაპარაკი, რადგან დასამტკიცებელია ნალჩიკის თავდასხმაში ამ ხალხის მონაწილეობა, ამიტომ, ახლა, საბოლოო რიცხვებს ვერ დაგისახელებთ”.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებების თანახმად, დღესვე ერთი პირი მოკლეს, როცა მან საბუთების შემოწმების დროს გასწია წინააღმდეგობა.
რუსეთის საგანგებო წარგზავნილი ევროკავშირში სერგეი იასტრჟემბსკი დღეს შვედ დიპლომატებს შეხვდა, მათ ქვეყანაში დაფუძნებული ჩეჩენი მეამბოხეების უებ გვერდის “კავკაზ-ცენტრის” საკითხის გასარკვევად.
XS
SM
MD
LG