Accessibility links

logo-print

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს


რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ფრინველის გრიპი რუსეთშიც ვრცელდება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ფრინველის გრიპი რუსეთშიც ვრცელდება.
სამინისტოს ვეტერინარული განყოფილების გამგის მოადგილის, ნიკოლაი ვლასოვის თქმით, დაავადება აღმოჩენილია ტულის ოლქში. მანამდე ფრინველის გრიპი აღმოჩნდა აღმოსავლეთ ციმბირსა და ურალში. გრიპის ვირუსი უკვე აღმოჩნდა თურქეთსა და რუმინეთში. რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა დაადასტურა მის ქვეყანაში გრიპის ვირუსის არსებობა. პეკინში ჩინეთის ხელისუფლებამ უკანასკნელი ორი თვის მანძილზე პირველად გამოაცხადა ფრინველის გრიპის შემთხვევა. რაც შეეხება საბერძნეთს, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, იქ ფრინველის გრიპთან გვაქვს საქმე თუ არა.

XS
SM
MD
LG