Accessibility links

logo-print

სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი, რომელიც


სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი, რომელიც ეს-ესაა დაიწყო, 28 ნოემბრისთვის გადაიდო.

სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი, რომელიც ეს-ესაა დაიწყო, 28 ნოემბრისთვის გადაიდო.
დღეს, ბაღდადში, საგანგებო ტრიბუნალის პირველსავე სხდომაზე ერაყის ყოფილმა დიქტატორმა უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები. მას კაცობრიობის წინაშე დანაშაულში ედება ბრალი. სადამ ჰუსეინმა უარი თქვა, სასამართლოსთვის თავისი სახელის თქმაზე და განაცხადა, რომ არ ცნობს მის უფლებამოსილებას. "მე არ ვცნობ იმ მხარეს, რომელმაც მოგანიჭათ უფლებამოსილება ან დაგნიშნათ თქვენ. და არ ვცნობ აგრესიას, ვინაიდან რაც სიყალბეზეა დამყარებული, თავადაც სიყალბეა," თქვა მან. სადამ ჰუსეინთან ერთად საბრალდებო სკამზეა ერაყის ხელისუფლების შვიდი მაღალი რანგის წარმომადგენელი. მათ ბრალი ედებათ შიიტების მასობრივ მკვლელობებში ქალაქ დუჯეილში, 1982 წელს, ჰუსეინზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ.

XS
SM
MD
LG