Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა


დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე
ოფიციალურად წარადგინა გელა ბეჟუაშვილი. სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მუშაობაში მთლიად გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკა უნდა არსებობდეს, რადგან ის ნათესაობით და მეგობრობით თანამდებობებზე დანიშვნასა და კლანურ პრინციპთან შეგუებას არ აპირებს. შარშანდელი ივნისიდან მოყოლებული დღემდე ეროვნული გელა ბეჟუაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო მანამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბეჟუაშვილის წინამორბედი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გუშინ საღამოს გაათავისუფლა თანამდებობიდან.
XS
SM
MD
LG