Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობამ დაგმო, ერაყის ყოფილი


ერაყის მთავრობამ დაგმო, ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი

ერაყის მთავრობამ დაგმო, ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი
დამცველის, სადუნე ჯანაბის მკვლელობა. მთავრობის თანახმად, ამ სასამართლო პროცესში მონაწილე ვექილებს ახლა მეტი ხელშეწყობა გაეწევათ. სადუნ ჯანაბი პარასკევს გაიტაცეს ბაღდადში, თავისი სახლიდან. მისი ტყვიით დაცხრილური გვამი დღეს ნახეს ფარდუსის მეჩეთთან, ბაღდადში. ის ბაათის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ავად ბანდერის ადვოკატი იყო. მოწმეთა თანახმად, ჯანაბის გამტაცებლებმა, მძიმედ შეირაღებულმა პირებმა თავი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებად წარადგინეს. უშიშროების საქმეში მრჩეველმა მოვაფეკ რუბაიემ ამ მტკიცებას სასაცილო და უსაფუძვლო უწოდა. ჯანაბის მკვლელობაზე პასუხიმგებლობა არავის უკირია.
XS
SM
MD
LG