Accessibility links

ასობით ადამიანის მხრიდან მისი გადადგომის


ასობით ადამიანის მხრიდან მისი გადადგომის მოთხოვნის ფონზე, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა, ფელიქს ყულოვმა, პრეს კონფერენცია გამართა.

ასობით ადამიანის მხრიდან მისი გადადგომის მოთხოვნის ფონზე, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა, ფელიქს ყულოვმა, პრეს კონფერენცია გამართა.
მან განაცხადა, რომ საზოგადოებაში მოქმედი კრიმინალური ელემენტები მთავრობას პირობებს ვერ წაუყენებენ. ციხეში მომხდარი ამბოხების გამო – რომელმაც ხუთშაბათს პარლამენტის წევრის სიცოცხლე შეიწირა - დღეს ბიშკეკის ცენტრში სულ ცოტა 300 ადამიანი შეიკრიბა და ყულოვის გადადგომა მოითხოვა. ყულოვის განცხადებით, მთავრობაში დესტაბილიზაციის მოხდენა არავის გამოუვა: [ყულოვის ხმა]: "ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. მაგრამ ხაზს ვუსვამ: თუ უკანონო თავყრილობა შედგება, რომელიც სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ჩვენ შესაფერის ზომებს მივიღებთ". საპროტესტო აქციის მონაწილეებს უშიშროების წარმომადგენლები შეხვდნენ, და უშედეგოდ შეეცადნენ მათ დარწმუნებას, დაშლილიყვნენ.
XS
SM
MD
LG