Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სამხედრო ძალების განცხადების თანახმად


ამერიკის სამხედრო ძალების განცხადების თანახმად, დღეს ქვეყნის დასავლეთში, სირიის საზღვართან განხორციელებულ ოპერაციაში მათ 20 მეამბოხე მოკლეს და ერთი აიყვანეს.

ამერიკის სამხედრო ძალების განცხადების თანახმად, დღეს ქვეყნის დასავლეთში, სირიის საზღვართან განხორციელებულ ოპერაციაში მათ 20 მეამბოხე მოკლეს და ერთი აიყვანეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მეამბოხეთა სამალავების აღმოჩენის მიზნით, ამერიკის ჯარმა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა განახორციელა. ჩხრეკის დროს იარაღის ორი დიდი საწყობი აღმოაჩინეს. ამავე დროს, ერაყის ოფიციალურმა სტრუქტურებმა კონსტიტუციის შესახებ 15 ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის შედეგების ნაწილი გამოაქვეყნა. შედეგები 18 პროვინციიდან მხოლოდ 13 წარმოადგენს და აჩვენებს, რომ მონაწილეთა უმრავლესობამ კონსტიტუციას თანხმობა განუცხადა. თუმცა სალაჰედინის პროვინციაში – სადაც ძირითადად სუნიტები სახლობენ, და სადაც სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქი, თიქრითი მდებარეობს – ამომრჩეველთა 81.5 პროცენტმა კონსტიტუციას უარი უთხრა.
XS
SM
MD
LG