Accessibility links

logo-print

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის ბიუროს მონაცემებით

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის ბიუროს მონაცემებით, დაკავებულია 15 აქციის მონაწილე . ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დაკავებულთა რაოდენობა 100ს უახლოვდება – და რომ მათ შორის ბევრი შესაძლოა სერიოზულად იყოს დაშავებული.

პოლიციელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, და აქციის მონაწილეების ცენტრალური მოედნიდან განდევნას ცდილობდნენ. საპროტესტი აქციის მონაწილეთა ლოზუნგი "თავისუფალი არჩევნები" იყო. ზოგიერთ მათგანს ხელში წითელი მიხაკი ეჭირა. [მიტინგის დაშლის ხმები]
დაკავებულთა შორის არის ოპოზიციური გაერთიანების, აზადლიქის – იგივე თავისუფლების – საპარლამენტო კანდიდატი, პანაჰ ჰუსეინი. პოლიციის უფროსის მოადგილის თქმით, ჰუსეინს გაათავისუფლებენ. აზერბაიჯანის საარჩევნო კოდექსი პოლიტიკურ კანდიდატებს იმუნიტეტს ანიჭებს.
აზერბაიჯანში არჩევნები 6 ნოემბერს არის დანიშნული. პოლიტიკური ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას გეგმავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი კი ირწმუნება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან არაერთი გაფრთხილება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ არასანქცირებული მიტინგები დაიშლება.
XS
SM
MD
LG