Accessibility links

დღეს ერაყში განხორციელებულ თავდასხმებს თორმეტი


დღეს ერაყში განხორციელებულ თავდასხმებს თორმეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოთხი მათგანი ბავშვია.

დღეს ერაყში განხორციელებულ თავდასხმებს თორმეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ოთხი მათგანი ბავშვია.

პოლიციელი და ოთხი ბავშვი თიქრითში განხორციელებულმა სახლის აფეთქებამ იმსხვერპლა. აფეთქებამ ბენზინით სავსე ტანკერის აალება გამოიწვია. მოკლული ბავშვებიდან ორი პოლიციელის შვილი, ორი კი სკოლაში მიმავალი პატარა გოგონა იყო. ბაღდადში მანქანა აფეთქდა – რამაც ოთხი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ორი მათგანი პოლიციის თანამშრომელი იყო. ქალაქ ბაქუბაში კიდევ ერთი პოლიციის ოფიცერი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვნეს.
XS
SM
MD
LG