Accessibility links

logo-print

ბიშკეკში კვლავ გრძელდება ასობით ადამიანის


ბიშკეკში კვლავ გრძელდება ასობით ადამიანის დემონსტრაცია ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის, ფელიქს ყულოვის გადადგომის მოთხოვნით.

ბიშკეკში კვლავ გრძელდება ასობით ადამიანის დემონსტრაცია ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის, ფელიქს ყულოვის გადადგომის მოთხოვნით.
აქციის მონაწილეები ყულოვს დეპუტატ ტინიჩბეკ ახმატბაევის სიკვდილში ადანაშაულებენ. დეპუტატი ხუთშაბათს მოლდავანოვკას ციხეში მოკლეს – როდესაც იგი აჯანყებულ მსჯავრდებულებთან მოსალაპარაკებლად შევიდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს მკვლელობა ყულოვის ორგანიზებული იყო. გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ყულოვმა განაცხადა, რომ მთავრობა ზეწოლას არ შეურიგდება. დღეს ყულოვის და პარლამენტის თავმჯდომარის, ომურბეკ ტეკებაევის საწინააღმდეგო კიდევ ერთი დემონსტრაცია გაიმართა სამხრეთის ქალაქ ოშში. ეს აქცია პოლიციამ დაშალა. პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა სამართალდამცავებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უბრძანა. გუშინ კი შინაგან საქმეთა მინისტრმა, მურატ სუტალინოვმა, განაცხადა, რომ ბიშკეკში ჩატარებული საპროტესტო აქციის უფლებას მოქალაქეებს კონსტიტუცია აძლევს.
XS
SM
MD
LG