Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუთიყუში


ბრიტანელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუთიყუში, რომელიც პარასკევს მოკვდა, ფრინველის გრიპის ვირუსის საშიში ფორმით – ჰაშ 5 ენ 1ით – იყო ინფიცირებული.

ბრიტანელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუთიყუში, რომელიც პარასკევს მოკვდა, ფრინველის გრიპის ვირუსის საშიში ფორმით – ჰაშ 5 ენ 1ით – იყო ინფიცირებული.

ვირუსის ამ ფორმას ადამიანების ინფიცირებაც შეუძლია. ეს სწორედ ის სახეობაა, რომელმაც აზიაში 60 ადამიანზე მეტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხუთშაბათს ბრიუსელში ერთმანეთს ევროპის კავშირის სპეციალისტები შეხვდებიან, და კავშირის ტერიტორიაზე გარეული ფრინველების იმპორტის აკრძალვას განიხილავენ. ეს მოთხოვნა თუთიყოშის სიკვდილის შემდეგ ბრიტანეთმა დააყენა. მსგავსი აკრძალვის დაწესებას ევროპის კავშირი ყოყმანით ხვდება. არსებობს შიში, რომ ასეთი აკრძალვა შავ ბაზარს შექმნის – რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს ინფიცირებული ფრინველების ქვეყანაში შეყვანის შანსს. ამავე დროს, ხორვატიის აღმოსავლეთში გარეული გედების ფრინველის გრიპით სიკვდილის შემდეგ დაახლოებით ათი ათასი შინაური ფრინველი გაანადგურეს. ფრინველების სანაცვლოდ, მთავრობა გლეხებს და ფერმერებს კომპენსაციის გადახდას დაპირდა. ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდათ თუ არა ხორვატიაში მკვდარ გედებს ვირუსის ჰაშ 5 ენ 1 ფორმა – რომელიც უკანასკნელ პერიოდში რუმინეთსა და თურქეთშიც აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG