Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული სამშვიდობო ძალების რუსი სამხედრო


გაერთიანებული სამშვიდობო ძალების რუსი სამხედრო დამკვირვებელი ბოიკო, რომელიც 22 ოქტომბერს გორში ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს, გათავისუფლებულია.

გაერთიანებული სამშვიდობო ძალების რუსი სამხედრო დამკვირვებელი ბოიკო, რომელიც 22 ოქტომბერს გორში ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს, გათავისუფლებულია.
სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან მიღებული ზომების შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ ბოიკოს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. გათავისუფლებას წინ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და გელა ბეჟუაშვილის ტელეფონით საუბარი უძღვოდა. მოსკოვი ბოიკოს გათავისუფლებას მიესალმება. საქართველოში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, ამჟამად პოდპოლკოვნიკი ბოიკო საელჩოში იმყოფება და სამუშაოზე მალე დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG