Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, დაიწყოს


გაეროს უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, დაიწყოს მოლაპარაკება კოსოვოს სტატუსის თაობაზე.

გაეროს უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, დაიწყოს მოლაპარაკება კოსოვოს სტატუსის თაობაზე.
მოლაპარაკება საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით გაიმართება. გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის განცხადებით, ამ მიზნით მომავალ კვირაში თავის საგანგებო წარმომადგენელს დაასახელებს. მანამდე გაეროს წარმომადგენელმა კაი ეიდემ გამოთქვა მოწოდება, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი კოსოვოს სტატუსის გარშემო; პროვინციისა, რომელიც იურიდიულად სერბიის შემადგენლობაში შედის, მაგრამ ფაქტობრივად გაეროს მანდატით იმართება. ეიდეს აზრით, იმისთვის, რათა გადაწყდეს კოსოვოში სერბი ლტოლვილების დაბრუნების საკითხი, აუცილებელია, განისაზღვროს კოსოვოს სტატუსი. [კაი ეიდეს ხმა] "მჯერა, რომ დადგა დრო, დავიწყოთ მოლაპარაკება კოსოვოს სამომავლო სტატუსზე. შარშანდლიდან მოყოლებული - აქტიური საერთაშორისო მხარდაჭერის წყალობით - მხარეში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. მას ვერც შეწყვეტ და ვერც შეაჩერებ. სტაგნაციიდან მოლოდინის ეტაპზე გადასვლის შემდეგ დაუშვებელია წარსულში დაბრუნება." კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ბაირამ კოსუმიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არ შეიძლება პროვინციის სტატუსის გადაწყვეტა ბელგრადს დაევალოს. [ბაირამ კოსუმის ხმა] "ბელგრადს არასოდეს ექნება უფლება, კოსოვოს ბედს სწყვეტდეს. ბელგრადს ვინმე რომ ეკითხებოდეს, კოსოვო რუკიდან კარგა ხნის წაშლილი იქნებოდა."
XS
SM
MD
LG