Accessibility links

logo-print

ემიგრაციაში მყოფი აზერბაჯანის ოპოზიციის ლიდერი


ემიგრაციაში მყოფი აზერბაჯანის ოპოზიციის ლიდერი რასულ გულიევი ამბობს, რომ ის ნოემბრის დასაწყისში ბაქოში ჩავა,

ემიგრაციაში მყოფი აზერბაჯანის ოპოზიციის ლიდერი რასულ გულიევი ამბობს, რომ ის ნოემბრის დასაწყისში ბაქოში ჩავა,
მიუხედავად მუქარისა, რომ მას დააპატიმრებენ. მან თავისი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს ლონდონიდან ტელეფონით უთხრა, რომ თარიღი არ იცის, მაგრამ მალე ამ დღეს დაადგენენ. გულიევი 1996 წლიდან ცხოვრობს უცხოეთში, ის გასულ კვირას ბაქოში ჩასვლის მცდელობის დროს, უკრაინაში, სიმფეროპოლში დააკავეს, მაგრამ უკრაინის სასამართლომ გაათავისუფლა, რადგან არ მოიპოვებოდა მისი აზერბაჯანისთვის გადაცემის საკმარისი საბუთი. ის ადრე პარლამენტის სპიკერი იყო. ახლა აზერბაიჯანის მთავრობა მას ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს. გულიევს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, მაგრამ სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მას დაიჭერენ.
XS
SM
MD
LG