Accessibility links

logo-print

ჟენევაში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია


ჟენევაში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია პაკისტანში,

ჟენევაში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია პაკისტანში,
მიმდინარე თვის დასაწყისში მომხდარი კატასტროფული მიწისვძრის შედეგების ეფექტიანი ლიკვიდაცია. გაეროს შეფასებით, დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების მოცულობამ 550 მილიონი დოლარი უნდა შეადგინოს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება აქამდე დასახელებულ თანხას. აი, რა განაცხადა დღეს რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში გაეროს წარმომადგენელმა ელიზაბეთ ბირსმა:[ელიზაბეთ ბირსის ხმა] "თავიდან 312 მილიონ დოლარს ვითხოვდით, მაგრამ მალე ნათელი შეიქნა, რომ უბედურება გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე გვეგონა. და ახლა ვითხოვთ 550 მილიონ დოლარს, რათა გადარჩენილებს დახმარება აღმოვუჩინოთ." რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, პაკისტანის პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის განცხადებით, იგი ხუთ მილიარდ დოლარს აღემატება. შეგახსენებთ: მიწისძვრამ 54 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG