Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის განცხადებით


ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის განცხადებით, იგი სრულ ნდობას უცხადებს

ყირგიზეთის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის განცხადებით, იგი სრულ ნდობას უცხადებს
პრემიერ-მინისტრ ფელიქს ყულოვს და არ დაუშვებს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. ბაკიევმა "გადაჭარბებული" უწოდა მოთხოვნებს ყულოვის გადადგომის შესახებ. შაბათიდან მოყოლებული ყირგიზეთის პარლამენტის შენობასთან გრძელდება მასობრივი მიტინგი ყულოვის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტები მას პასუხისმგებლობას აკისრებენ დეპუტატ ტინიჩბეკ აკმატბაევის დაღუპვისთვის. აკმატბაევი 20 ოქტომბერს, ერთ-ერთ საპყრობილეში პატიმართა მიერ მოწყობილი ამბოხის დროს მოკლეს. პარლამენტში შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელიც მკვლელობის გარემოებებს იძიებს.
XS
SM
MD
LG