Accessibility links

შვეიცარიის სასამართლომ რვა წლით თავისუფლების


შვეიცარიის სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქეს

შვეიცარიის სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქეს
ვიტალი კალოევს. სასამართლომ კალოევი დამნაშავედ სცნო შვეიცარიის კომპანია "სკაიგაიდის" დისპეჩერის პეტერ ნილსენის განზრახ მკვლელობაში. კალოევის ნათესავები განაჩენს მეტისმეტად მკაცრად მიიჩნევენ. კალოევის შვეიცარიელი ვექილები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. კალოევმა მეუღლე და ორი შვილი დაკარგა ავიაკატასტროფაში, რომელიც 2002 წლის ივლისში ბოდენის ტბის მიდამოებში მოხდა. კომპანია "სკაიგაიდის" მიერ კონტროლირებად ზონაში ერთმანეთს შეეჯახა ორი თვითმფრინავი: სამგზავრო "ტუ-154" და სატრანსპორტო "ბოინგი". დაიღუპა 71 ადამიანი, მათ შორის 52 ბავშვი.
XS
SM
MD
LG