Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლებამ მიიღო ცნობა, რომ


რადიო თავისუფლებამ მიიღო ცნობა, რომ ბაქოში ცნობილი აკადემიკოსი, ელდარ სალაევი, დააკავეს.

რადიო თავისუფლებამ მიიღო ცნობა, რომ ბაქოში ცნობილი აკადემიკოსი, ელდარ სალაევი, დააკავეს.
სალაევის შვილმა, ელმანმა, ჩვენს კორესპონდენტს ტელეფონით უთხრა, რომ მისი მამა უშიშროების სამინისტროში ჰყავთ დაკავებული. მისი თქმით, ელდარ სალაევი სამინისტროში 48 საათს დაჰყოფს. ელდარ სალაევი 80იან წლებში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იყო. მისი ვაჟი კი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა. დღესვე ევროპის პარლამენტმა აზერბაიჯანი არჩევნების წინ ოპოზიციის გამოსვლების დარბევისთვის გააკრიტიკა. პარლამენტმა ბაქოს მოუწოდა, დაიცვას ადამიანების შეკრების თავისუფლება და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ 6 ნოემბრის არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG