Accessibility links

logo-print

ბელორუსიის უშიშროების სამსახურმა დასავლეთი ალექსანდრ


ბელორუსიის უშიშროების სამსახურმა დასავლეთი ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ გეგმის ქონაში დაადანაშაულა.

ბელორუსიის უშიშროების სამსახურმა დასავლეთი ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ გეგმის ქონაში დაადანაშაულა.
უშიშროების აზრით, ამ გეგმის განხორციელება სხვადასხვა ტაქტიკას, მათ შორის ძალის გამოყენებასაც, ითვალისწინებს.
ბელორუსიის უშიშროების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვასილი დემენტეიმ, დღეს პარლამენტს განუცხადა, რომ ბელორუსიის დესტაბილიზაციაში დასავლეთი და შეერთებული შტატებია დაინტერესებული. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ბელორუსიის შიგნით მობილიზაციაში მოიყვანეს გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც "კონსტიტუციური წესრიგის გადაგდებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება ექსტრემისტული მეთოდებით შეუძლიათ – რაც, უკიდურეს შემთხვევაში, ტერორიზმს ნიშნავს". დემენტეის დეტალებზე არ უსაუბრია.
ლუკაშენკას შეერთებული შტატები "ევროპის უკანასკნელ დიქტატორს" უწოდებს. ბელორუსიის დემოკრატიული ოპოზიციის გასაძლიერებლად შტატებმა მილიონობით დოლარი გამოყო.
XS
SM
MD
LG