Accessibility links

მძაფრდება სკანდალი ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ


მძაფრდება სკანდალი ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოწოდების ირგვლივ – რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელი უნდა აღიგავოს მიწის პირიდან.

მძაფრდება სკანდალი ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოწოდების ირგვლივ – რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელი უნდა აღიგავოს მიწის პირიდან.
დღეს ისრაელის პრემიერ მინისტრმა, არიელ შარონმა, განაცხადა, რომ ირანი გაეროდან უნდა გარიცხონ. უფრო ადრე კი ასეთივე მოწოდება ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, შიმონ პერესმა გააკეთა: [პერესის ხმა]: "გაეროს არც ერთი წევრი ქვეყნის მეთაურს არ გაუკეთებია მოწოდება გაეროს სხვა წევრი ქვეყნის განადგურების შესახებ ისეთი საჯარო და ღია ფორმით, როგორც ეს ირანის პრეზიდენტმა განაცხადა. ეს ეწინააღმდეგება როგორც გაეროს ქარტიას, ისე მის პრაქტიკას". ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სილვან შალომმა ირანის მიმართ გამოთქვა ბრალდება, რომ ქვეყანას ისრაელის გასანადგურებლად ატომური ბომბის შექმნისგან ექვსი თვე აშორებს. გაეროს გენერალურმა მდივანის, კოფი ანანის სიტყვებით, აჰმადინეჯადის გამოსვლამ იგი შეაშფოთა. მისი თქმით, ამ საკითხს იგი ახლო მომავალში ირანში დაგეგმილი ვიზიტის დროს ყველაზე პირველს განიხილავს. აჰმადინეჯადის სიტყვების განმარტებისთვის ევროპის რამდენიმე ქვეყნის მთავრობაში ირანის ელჩები დაიბარეს. პარალელურად, აჰმადინეჯადის მთავრობამ ირანელებს პარასკევს "სიონისტების და ურწმუნოების" წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა. ირანის მთავრობის თქმით, აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიმართოს იმ დანაშაულთა გასაპროტესტებლად, რასაც ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ სჩადის.
XS
SM
MD
LG