Accessibility links

logo-print

ახალი საერთაშორისო მასშტაბის კვლევის შედეგების


ახალი საერთაშორისო მასშტაბის კვლევის შედეგების მიხედვით, ამ საუკუნეში გლობალური დათბობა ყველაზე დიდ ზიანს ხმელთაშუაზღვისპირეთს მიაყენებს.

ახალი საერთაშორისო მასშტაბის კვლევის შედეგების მიხედვით, ამ საუკუნეში გლობალური დათბობა ყველაზე დიდ ზიანს ხმელთაშუაზღვისპირეთს მიაყენებს.
ჟურნალ " Science"-ში გამოქვეყნებულ ამ კვლევას ევროპის 16 ინსტიტუტში აწარმოებდნენ. დღეისათვის ეს ტექსტი კლიმატის ცვლილების ევროპაზე გავლენის ყველაზე დეტალურ ანგარიშს წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, 2080 წლისთვის ტემპერატურა ცელციუსის შკალით 2.1დან 4.4მდე გრადუსით მოიმატებს. კვლევის მიხედვით, ხმელთაშუაზღვისპირეთში მოიმატებს წყლის დეფიციტი და ტყის ხანძრების რაოდენობა – ხოლო სოფლის მეურნეობა გაღარიბდება. ევროპის ჩრდილოეთი კი კიდევ უფრო მეტ წვიმას მიიღებს – რაც ტყის საფარის გაზრდას გამოიწვევს, მაგრამ, ამავე დროს, წყალდიდობის საშიშროებაც მოიმატებს.
XS
SM
MD
LG