Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, მზად არის თანამდებობიდან გადადგეს,

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, მზად არის თანამდებობიდან გადადგეს,
თუ რომელიმე სამხედრო პირი კონფლიქტის ზონაში მისი ბრძანების გარეშე სროლის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს განცხადება ოქრუაშვილმა ხუთშაბათს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ სამთავრობო საათზე გააკეთა. განცხადება 20 სექტემბერს ცხინვალის ერთ-ერთი დასახლებული ნაწილისთვის დაუდგენელი პირების მიერ ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთდა.
თავდაცვის მინისტრმა ამ ინციდენტში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა კიდევ ერთხელ უარყო. მისი ვარაუდით, ცეცხლი ოსური, ან რუსული სამშვიდობო კონტიგენტის მხრიდან, პროვოკაციის მიზნით გახსნეს.
XS
SM
MD
LG