Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ათასობით


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ათასობით ადამიანის მონაწილეობით გამართულ, სახელმწიფოს მიერ

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ათასობით ადამიანის მონაწილეობით გამართულ, სახელმწიფოს მიერ
ორგანიზებულ დემონსტრაციაში ჩაერთო. ეს გამოსვლები ყოველწლიური “იერუსიმის საპროტესტო დღის”
ნაწილია. ამ დღეს ირანში პალესტინელთა მიმართ სოლიდარობას გამოთქვამენ. თეირანის დღევანდელი და სხვა ქალაქებში მიმდინარე დემონსტრაციები მოჰყვა აჰმადინეჯადის ნათქვას, რომ ისრაელი რუკიდან უნდა წაიშალოს. ეს გამონათქვამი მსოფლიოში დაიგმო, ისრაელმა გაეროდან ირანის გარიცხვა მოითხოვა. დღევანდელი გამოსვლისას წვავდნენ ისრაელის და აშშ-ის დროშებს. პრეზიდენტს კაბინეტის წევრები ახლდნენ. ირანის სააგენტოს თანახმად, პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ მისი ნათქვამი ოთხშაბათს, ირანელი ხალხის სიტყვები იყო.
XS
SM
MD
LG