Accessibility links

logo-print

ირანი აცხადებს, რომ ქვეყანა გაეროს


ირანი აცხადებს, რომ ქვეყანა გაეროს ქარტიის ერთგულია, და რომ ის არც ერთი სხვა ქვეყნის მიმართ ძალას არ გამოიყენებს – და არც მსგავს მუქარას გამოხატავს.

ირანი აცხადებს, რომ ქვეყანა გაეროს ქარტიის ერთგულია, და რომ ის არც ერთი სხვა ქვეყნის მიმართ ძალას არ გამოიყენებს – და არც მსგავს მუქარას გამოხატავს.
ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. ის სახელმწიფო სააგენტომ, ირნამ, გაავრცელა. ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა, ოთხშაბათს საერთაშორისო მღელვარება გამოიწვია, ვინაიდან განაცხადა, რომ ისრაელი მიწის პირიდან უნდა აღიგავოს. ეს გამოსვლა ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაგმო. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ გოფიციალურად განაცხადა, რომ გაეროს წევრმა ქვეყნებმა სხვა ქვეყნების მიმართ მუქარის გამოვლენისგან თავი უნდა შეიკავონ. თავად აჰმადინეჯადს თავისი სიტყვები არ უარყვია – მან განაცხადა, რომ ეს მოსაზრება ირანელი ხალხის შეხედულებას გამოხატავს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ კრიტიკაც გამოთქვა, ვინაიდან, სამინისტროს თქმით, საბჭო სხვა ქვეყნების მხრიდან ირანის წინააღმდეგ გამოთქმულ მუქარას უკეთებს იგნორირებას.
XS
SM
MD
LG