Accessibility links

logo-print

დღეს, მნიშვნელოვან ინდუისტურ და მუსულმანურ


დღეს, მნიშვნელოვან ინდუისტურ და მუსულმანურ დღესასწაულებამდე ცოტა ხნით ადრე, ინდოეთის დედაქალაქში ერთი მეორის მიყოლებით სამი აფეთქება მოხდა.

დღეს, მნიშვნელოვან ინდუისტურ და მუსულმანურ დღესასწაულებამდე ცოტა ხნით ადრე, ინდოეთის დედაქალაქში ერთი მეორის მიყოლებით სამი აფეთქება მოხდა.
აფეთქებებს 50ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბევრი დაიჭრა. აფეთქებები რამდენიმე წუთის მიყოლებით განხორციელდა. ინდოეთის პრემიერ მინისტრმა, მანმოჰან სინგჰმა, განაცხადა რომ კოორდინირებული აფეთქებები ტერორისტული აქტი იყო. მისი თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ ვინ მოაწყო აქტი. წარსულში, დედაქალაქში განხორციელებულ თავდასხმებში ინდოეთს პაკისტანელი ექსტრემისტები ჰყავს დადანაშაულებული. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2001 წელს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი იყო, რომელსაც 12 ადამიანი ემსხერპლა და რომელმაც ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთთან ომის ზღვარზე მიიყვანა. ისევე, როგორც წარსულში მომხდარი ინციდენტების შემდეგ, ოფიციალურმა პაკისტანმა დღევანდელი აფეთქებები დაგმო.
დღესვე, აფეთქებები დაგმო ევროპის კავშირის საგარეო საკითხების კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამ. მან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი შოკირებულია "უდანაშაულო მოქალაქეებზე ამ საშინელი თავდასხმებით, რომლებიც ინდუისტურ დივალის და მუსულმანური ეიდ ალ-ფიტრის დღესასწაულებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა".


XS
SM
MD
LG