Accessibility links

logo-print

ბელორუსიის პოლიციამ არჩევნების მონიტორინგის დამოუკიდებელი


ბელორუსიის პოლიციამ არჩევნების მონიტორინგის დამოუკიდებელი ჯგუფის 70 წევრი დააკავა.

ბელორუსიის პოლიციამ არჩევნების მონიტორინგის დამოუკიდებელი ჯგუფის 70 წევრი დააკავა.
ჯგუფის წევრები ოფიციალური რეგისტრაციის გავლისთვის საჭირო საბუთების შესაბამის უწყებაში შეტანამდე შეკრების გამართვას აპირებდნენ.
პარტნიორული ჯგუფის ლიდერის, ნიკოლაი ასტრეიკას ინფორმაციით, პოლიციამ თეატრის შენობაში გამართული შეკრება დაარბია, და უნებართვო შეკრების გამართვის ბრალდებით 70 მონაწილე დააკავა. ასტეიკას ინფორმაციით, ეს მანამდე მოხდა, სანამ შეკრებას გახსნილად გამოცხადებდნენ. ასტრეიკამ აგრეთვე თქვა, რომ ჯგუფს უნებართვო შეკრებების აკრძალვის თაობაზე ინფორმაცია ჰქონდა. მაგრამ, რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების შესაგროვებლად მათთვის შეკრება აუცილებლობას წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG