Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინულ იარაღთან დაკავშირებული სკანდალის ახალი ფაზა


საქართველოს მთავრობის მიერ 8 თვის წინ შეძენილი უკრაინული უვარგისი ქვეითთა საბრძოლო მანქანების ირგვლივ ატეხილი სკანდალი, რის გამოც 21 სექტემბერს თავდაცვის

სამინისტროს ლოგისტიკის ყოფილი სარდალი და სამი მაღალჩინოსანი დააკავეს, ახალ ფაზაში შედის. ამის მიზეზი კი გახდა გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, პრეზიდენტ სააკაშვილის სამხედრო მრჩევლის, ვახტანგ კაპანაძის დაკითხვა სამხედრო პოლიციაში. ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში გაჩნდა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ვახტანგ კაპანაძეც გადის უვარგისი სამხედრო ტექნიკის უკრაინიდან შემოყვანის საქმეში. მაგრამ რა მოხდა 8 თვის წინ, სინამდვილეში? ვისი დასტურით შეიძინა ქართულმა არმიამ უვარგისი ტექნიკა? თბილისის ბიუროში კობა ლიკლიკაძის მიერ დასმულ ამ და სხვა შეკითხვებს თავად საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე უპასუხებს.

იხ. აუდიოვერსია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG