Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა უარყო,

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა უარყო,
რომ მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებით, თბილისი ამცირებს რუსეთის როლს სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბეჟუაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარი არ არის მოსკოვის ვაშინგტონით ჩანაცვლებაზე. "არავინ ცდილობს ამ პროცესში რუსეთის როლის დაკნინებას. ლაპარაკია თამაშის სამართლიანი წესების დამკვიდრებაზე და მოლაპარაკების ფორმატის გაფართოებაზე, მისი ეფექტიანობის გაზრდაზე" - განაცხადა ბეჟუაშვილმა. გუშინ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თბილისისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიმართ. ბეჟუაშვილის თქმით, სამშვიდობო გეგმის მიზანი და საბოლოო შედეგი არის სამხრეთი ოსეთის ავტონომია საქართველოს ერთიან სახელმწიფოში. 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება სამოქმედო გეგმას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე მოლაპარაკების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG