Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 40 დაიჭრა სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში,

სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 40 დაიჭრა სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში,
დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება. აფეთქება ადგილობრივი დროით საღამოს ცხრის ნახევარზე მოხდა - მაღაზიებითა და რესტორნებით სავსე უბანში. დღეს და გუშინ ერაყში, სამ სხვადასხვა ინციდენტში, შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ოთხი მათგანი ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ იუსუფიაში, გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებას შეეწირა. კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა ქალაქ ბალადში, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით, მისგან 60 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გუშინ ქალაქ ამირიასთან მოკლეს. დღეს დილით აშშ-ის ავიაციამ იერიში მიიტანა მეამბოხეთა პოზიციებზე სირიის საზღვრის მახლობლად. მაგრამ გერმანიის საინფორმაციო სააგენტო დეპეას მოჰყავს ადგილობრივი საავადმყოფოს თანამშრომელთა სიტყვები იმის თაობაზე, რომ ამ საავიაციო დარტყმებს, სულ ცოტა, 26 ერაყელი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა - მათ შორის ბავშვებისა და ქალების. დამოუკიდებელ წყაროებს ეს ცნობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG