Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მოიწონა


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მოიწონა რეზოლუცია, რომელშიც სირიის მისამართით

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მოიწონა რეზოლუცია, რომელშიც სირიის მისამართით
გამოთქმულია მოწოდება, სრულად ითანამშრომლოს ლიბანის ყოფილი პრემიერის მკვლელობის გამოძიების მიზნით შექმნილ საერთაშორისო კომისიასთან. დოკუმენტი მოწონებულ იქნა მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ჩინეთის დაჟინებული მოთხოვნით, ტექსტიდან ამოიღეს წინადადება, რომელშიც საუბარი იყო დამასკის უარის შემთხვევაში მის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე. რეზოლუციის პროექტი ერთობლივად მოამზადეს აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა კმაყოფილება გამოთქვა რეზოლუციის მიღების გამო:[კონდოლიზა რაისის ხმა] "ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ ვადასტურებთ, რომ სირიამ თავი საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლაციაში მოიქცია თავისი ყალბი განცხადებებით, ტერორიზმის მხარდაჭერით, მეზობელთა საქმეებში ჩარევით და მოქმედებით, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაცია შეაქვს. ახლა სირიის მთავრობის ამოცანაა, მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და ძირფესვიანად შეიცვალოს ქცევა." გაეროს საგამოძიებო კომისიის წინასწარ მოხსენებაში საუბარია სირიისა და ლიბანის სპეცსამსახურების მონაწილეობაზე ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობაში. ჰარირი 14 თებერვალს ბეირუთში მოკლეს. მასთან ერთად კიდევ ოცი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG