Accessibility links

logo-print

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მანმოჰან სინგხის განცხადებით


ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მანმოჰან სინგხის განცხადებით,

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მანმოჰან სინგხის განცხადებით,
არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ დელიში შაბათს მოწყობილ აფეთქებებში უცხოეთის ექსტრემისტული დაჯგუფებების ხელი ურევია. შაბათს დელიში მომხდარმა სამმა აფეთქებამ 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინდოეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულ იქნა. პოლიცია გამოძიებას განაგრძობს, დაკითხულ იქნა რამდენიმე ათეული ადამიანი. დღესვე, ინდოეთის ლიდერი ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს და შეახსენა მას, რომ პაკისტანმა ტერორიზმთან განუხრელი ბრძოლის პირობა დადო.
XS
SM
MD
LG