Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აღდგენილია


ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აღდგენილია კონტროლი ციხეებზე, რომლებიც გუშინ არეულობამ მოიცვა.

ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აღდგენილია კონტროლი ციხეებზე, რომლებიც გუშინ არეულობამ მოიცვა.
სამართალამცავები იქ ამბოხებულ პატიმრებს ებრძოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ძალადობისას დაიღუპა 4 პატიმარი, მაგრამ სხვა წყაროებში ლაპარაკია 20-მდე დაღუპულზე. ჩვენი რადიოს ყირგიზულ სამსახურთან ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა მარატ კაიპოვმა აღნიშნა, რომ სიტუაციაზე კონტროლი აღდგენილია, მაგრამ, მისივე თქმით, პატიმრებს შიმშილობა აქვთ გამოცხადებული რამდენიმე ადგილას. [კაიპოვის ხმა] “პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს პირველ საპატიმროში, მაგრამ ყველა პატიმარს ეს არ ეხება. იგივე ითქმის 27-ე საპატიმროზე. გარდა ამისა, შიმშილობა აქვს გამოცხადებული წინასწარი პატიმრობის ცენტრებში მოთავსებულების ნაწილს”. დღესვე, უფრო ადრე, პრეზიდენტმა კურმანბეკ ბაკიევმა გაამართლა ციხეებში მოწყობილი ამბოხების დროს ძალის გამოყენება და იქვე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ისევ გამოიყენებს ძალას, ძალადობის განახლების შემთხვევაში. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ სროლა პატიმრებმა დაიწყეს.
XS
SM
MD
LG