Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რუსეთი გააფრთხილა, არ გამოიყენოს


საქართველომ რუსეთი გააფრთხილა, არ გამოიყენოს ბუნებრივი გაზის ფასები პოლიტიკური ზეწოლისთვის.

საქართველომ რუსეთი გააფრთხილა, არ გამოიყენოს ბუნებრივი გაზის ფასები პოლიტიკური ზეწოლისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, შეწყდეს სამხრეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი მილსადენების მოქმედება. ამ შინაარსის განცხადება რუსეთის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთან" ინტერვიუში გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ. მისი თქმით, საქართველომ, შესაძლოა, ალტერნატიული წყაროები გამონახოს ენერგეტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მისივე თქმით, შესაძლოა, მოხდეს რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი, სომხეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის დემონტაჟი. ბენდუქიძის ეს ინტერვიუ უკავშირდება მოსკოვის გეგმას, საქართველოს თითქმის გაუორმაგოს გაზის ფასი მომავალი წლის იანვრიდან.
XS
SM
MD
LG