Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰოლანდიაში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰოლანდიაში ვიზიტისას გამოვიდა მოწოდებით,

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰოლანდიაში ვიზიტისას გამოვიდა მოწოდებით,
რომ ევროპა ერთობლივი ძალისხმევით ებრძოლოს გლობალურ ტერორიზმს. ამის შესახებ პუტინმა ისაუბრა პრეს-კონფერენციაზე ჰააგაში ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ იან პეტერ ბალკენენდესთან მოლაპარაკების შემდეგ. პუტინის თქმით, ჩეჩნეთში რუსეთი იცავს თავის თავსაც და ევროპასაც “ტერორისტებისაგან”: [პუტინის ხმა] “ვფიქრობ, რომ კავკასიაში, ჩეჩნეთში ვიცავთ როგორც ჩვენს, ისე თქვენს ინტერესებს. ტერორისტებს ერთ რეგიონში მომძლავრების საშუალება რომ მივცეთ, ისინი მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც მომძლავრდებიან. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას - ეს აქტუალური პრობლემაა, მაგრამ აქტუალურია ყველგან, სადაც ძალადობა სუფევს. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ღია თანამშრომლობისათვის”. იქვე პუტინმა უარყო ბრალდება, რომ რუსი სამხედროები ჩეჩნეთში მეტისმეტად მკაცრ ზომებს მიმართავენ.
XS
SM
MD
LG