Accessibility links

რუსეთისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებმა მიხაილ


რუსეთისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებმა მიხაილ ფრადკოვმა და ვენ ჟიბაომ

რუსეთისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებმა მიხაილ ფრადკოვმა და ვენ ჟიბაომ
პეკინში გამართულ მოლაპარაკებაზე ყურადღება გაამახვილეს ვაჭრობისა და ტექნოლოგიის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე, აგრეთვე, საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე. როგორც ჩინეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, მხარეებმა ხელი მოაწერეს რვა ორმხრივ შეთანხმებას. ინტერფაქსს მოჰყავს ფრადკოვის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთი მზად არის, ჩინეთს შეუზღუდავი დახმარება აღმოუჩინოს ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობაში. ხვალ ფრადკოვი ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ძინტაოს შეხვდება.
XS
SM
MD
LG