Accessibility links

logo-print

სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული


სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა

სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა
გენერალმა ჯონ აბიზაიდმა მოლაპარაკება გამართა ყაზახეთის თავდაცვის მინისტრთან მუხტარ ალთინბაევთან.
შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა გენერალმა განაცხადა: [ჯონ აბიზაიდის ხმა] "მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ყაზახეთის ხალხს და პირადად თავდაცვის მინისტრს ერაყში დისლოცირებული ყაზახეთის საინჟინრო-სასანგრო ქვედანაყოფის უზადო მუშაობისთვის." სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა დასძინა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ყაზახეთში თავისი სამხედრო ბაზის გახსნას. "ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიქცევით, თუ შუა აზიაში ვითარება დაიძაბა და ყაზახეთის მთავრობამ შესაბამისი თხოვნით მოგვმართაო", თქვა ჯონ აბიზაიდმა.
XS
SM
MD
LG