Accessibility links

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოითხოვს


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოითხოვს, რომ მის თანამშრომლებს საშუალება მისცენ,

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოითხოვს, რომ მის თანამშრომლებს საშუალება მისცენ,
მოინახულონ შეერთებული შტატების მიერ დაკავებული უცხოლი მოქალაქეები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ტერორისტულ საქმიანობაში. წითელი ჯვრის პრესმდივნის ანტონელა ნოტარის განცხადებით, პატიმართა მონახულების საშუალება მისი ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ჰუმანიტარული პრიორიტეტია. [ანტონელა ნოტარის ხმა] "შეშფოთებული ვართ იმ ადამიანთა გარკვეული რაოდენობის ბედით, რომლებიც ჩვენთვის უცნობ ადგილებში ჰყავთ დაკავებული. ამერიკის ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით, უზრუნველყონ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ე.წ. გლობალური ომის მსვლელობაში დაკავებული ყოველი პირის მონახულების შესაძლებლობა. ეს იქნებოდა იმ სამუშაოს ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც უკვე ვატარებთ ავღანეთში, გუანტანამოსა და ერაყში მოქმედ ამერიკულ ციხეებში." წითელი ჯვრის პრესმდივნის ეს განცხადება მოჰყვა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმად ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს შექმნილი აქვს რვა საიდუმლო ციხისგან შემდგარი მსოფლიო ქსელი, სადაც დაკავებული ჰყავს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები.
XS
SM
MD
LG