Accessibility links

logo-print

დღეს რუსეთში პირველად აღნიშნეს ახალი


დღეს რუსეთში პირველად აღნიშნეს ახალი დღესასწაული – ხალხის ერთიანობის დღე.

დღეს რუსეთში პირველად აღნიშნეს ახალი დღესასწაული – ხალხის ერთიანობის დღე.
ეს დღე 1612 წელს, რუსეთის ჯარის მიერ მოსკოვიდან პოლონელი დამპყრობლების განდევნის პატივსაცემად აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რელიგიური მსახურება ჩატარდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა – რომელმაც გასულ წელს ეს დღესასწაული თავად დააწესა – 1612 წლის რუსეთის ჯარის პატივსაცემად წითელ მოედანზე ყვავილების გვირგვინი მიიტანა, და განაცხადა, რომ ხალხის ერთიანობა რუსეთს დაუმარცხებელს ხდის.
ეროვნული ერთიანობის დღის აღსანიშნად, მოსკოვში მემარჯვენე და ნაციონალისტურმა ძალებმა მოაწყვეს მსვლელობა და არალეგალური იმიგრანტების წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს. რუსული მედიის ცნობით, მსვლელობაში მონაწილეობა დაახლოებით 2000მა ადამიანმა მიიღო. მსვლელობის მონაწილეთა ლოზუნგებს შორის "დიდება რუსეთს!" და "რუსებო, აღსდექით" იყო.
რუსული მედია აგრეთვე იტყობინება, რომ წესრიგის დასაცავად მოსკოვის ქუჩებში დაახლოებით 2000 პოლიციელი იყო მობილიზებული.
XS
SM
MD
LG