Accessibility links

logo-print

დღეს ბელგრადში 2003 წელს მოკლული


დღეს ბელგრადში 2003 წელს მოკლული სერბიის რეფორმატორი პრემიერის, ზორან ჯინჯიჩის მომხრეებმა ახალი, ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტია დააარსეს.

დღეს ბელგრადში 2003 წელს მოკლული სერბიის რეფორმატორი პრემიერის, ზორან ჯინჯიჩის მომხრეებმა ახალი, ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტია დააარსეს.
ახალი პარტიის ლიდერი, ცედომირ იოვანოვიჩი, აცხადებს, რომ ეს პარტია ჯინჯიჩის პოლიტიკის გატარებას შეეცდება. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის პოლიტიკა დღევანდელი მთავრობის მიერ დავიწყებულია. ივანოვიჩი, რომელიც ახლა 34 წლისაა, 2001 წელს აქტიურად იყო ჩართული იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის დაპატიმრების, და გაეროს ტრიბუნალისთვის გადაცემის, პროცესში. იოვანოვიჩმა და ჯინჯიჩის რამდენიმე სხვა მომხრემ მმართველი დემოკრატიული პარტია პრემიერის მკვლელობის შემდეგ, პარტიის ლიდერებთან შექმნილი უთანხმოების გამო დატოვა.
XS
SM
MD
LG