Accessibility links

logo-print

12 წლის პალესტინელი ბიჭი, რომელსაც


12 წლის პალესტინელი ბიჭი, რომელსაც ხელში სათამაშო თოფი ეჭირა და ამის გამო ისრაელის ჯარისკაცებმა დაჭრეს, დღეს გარდაიცვალა.

12 წლის პალესტინელი ბიჭი, რომელსაც ხელში სათამაშო თოფი ეჭირა და ამის გამო ისრაელის ჯარისკაცებმა დაჭრეს, დღეს გარდაიცვალა.
ბიჭის დაჭრა ხუთშაბათს, ისრაელის ჯარის მიერ დასავლეთის სანაპიროზე განხორციელებული რეიდის დროს მოხდა. ჯარმა აჰმად ხათეფი შეიარაღებულ ექსტრემისტად მიიღო. თავში და გულმკერდში დაჭრილ ხათეფს ისრაელის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. მომხდარის გამო ისრაელის ჯარმა სინანული გამოხატა. ბიჭის ოჯახი მისი შინაგანი ორგანოების სხვა ავადმყოფებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას აპირებს, იმისათვის, რომ "გულებში მშვიდობამ დაისადგუროს".
XS
SM
MD
LG