Accessibility links

logo-print

იენი აზერბაიჯანის აღმასრულებელმა მდივანმა, ალი


იენი აზერბაიჯანის აღმასრულებელმა მდივანმა, ალი აჰმედოვმა, თქვა, რომ მისი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩევნების გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა უზრუნველყოს.

იენი აზერბაიჯანის აღმასრულებელმა მდივანმა, ალი აჰმედოვმა, თქვა, რომ მისი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩევნების გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა უზრუნველყოს.
ამის მიუხედავად, გუშინ, წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებისას აზერბაიჯანის ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ მათი აქტივისტები დააპატიმრა. დღეს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის აქტივისტი, ფარამაზ ჯავადოვი, პოლიციისთვის ჩხრეკის ჩატარებაში ხელის შეშლის გამო დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა მინისტრის, რამილ უსუბოვის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, თუ ოპოზიცია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას შეეცდება, პოლიცია სწრაფ და გადამწყვეტ ზომებს მიიღებს და ამას არ დაუშვებს.
XS
SM
MD
LG