Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით


აზერბაიჯანში არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაპატიმრებული ოპოზიციონერის ცოლი აცხადებს, რომ მისი ქმარი ციხეში აწამეს.

აზერბაიჯანში არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაპატიმრებული ოპოზიციონერის ცოლი აცხადებს, რომ მისი ქმარი ციხეში აწამეს.
ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსანი, და ახლა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის მოადგილე, ნატიკ ეფენდიევი, 11 სხვა პირთან ერთად ოქტომბრის შუა რიცხვებში, გადატრიალების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის განყოფილებაში ჰყავთ დაკავებული – სადაც ადამიანის უფლებების დამცველების თქმით, წამება ხშირი პრაქტიკაა. დღეს დაკავებულის მეუღლემ, სალთანათ ეფენდიევამ, Associated Press-ს განუცხადა, რომ როდესაც ადვოკატმა მოინახულა, ეფენდიევი "საშინელ მდგომარეობაში იყო". ეფენდიევას თქმით, მისმა ქმარმა შეხვედრის დროს რამდენჯერმე დაკარგა გონება, და მას ლაპარაკი უჭირდა.
XS
SM
MD
LG