Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გალის


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გალის რაიონის მკვიდრის, დანიელ წურწუმიას სოხუმში მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გალის რაიონის მკვიდრის, დანიელ წურწუმიას სოხუმში მკვლელობის ფაქტს ეხმაურება
და საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. სააგენტო პრაიმ-ნიუსის მიხედვით, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში და, განსაკუთრებით, გალის რაიონში, დსთ-ს სამშვიდობო ძალების მიერ კონტროლირებად ზონაში, გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები. ამან ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო და ძირითადად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული.
პრაიმ-ნიუსის ცნობით, 2 ნოემბერს სოფელ გაგიდას მკვიდრი, 21 წლის დანიელ წურწუმია, აფხაზურმა 60კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა დააკავა და აფხაზურ ჯარში გაწვევის მიზნით სოხუმში გადაიყვანა. წურწუმიას მიერ ფიცის მიღებაზე უარის თქმის გამო, იგი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც 4 ნოემბერს გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG