Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები დაიხურა მას


აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები დაიხურა მას შემდეგ, რაც გაიმართა კენჭისყრა პარლამენტის ახალი შემადგენლობის გასარკვევად.

აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები დაიხურა მას შემდეგ, რაც გაიმართა კენჭისყრა პარლამენტის ახალი შემადგენლობის გასარკვევად.
როგორც დღეს დილას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმის მიცემისას, მიღებულ იქნა ზომები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. მაგრამ ოპოზიციაც და სახელისუფლო პარტიაც ირწმუნებიან, რომ არჩევნების მსვლელობაში მრავალი დარღვევა მოხდა. პარტია "იენი აზერბაიჯანმა", რომელიც ალიევის პოლიტიკური დასაყრდენია, წამყვანი ოპოზიციური ალიანსი "აზადლიკი" დაადანაშაულა დარღვევებში 10-ზე მეტ ოლქში. "აზადლიკი" თავის მხრივ ირწმუნება, რომ ზოგ საარჩევნო უბანში საარჩევნო კომისიების წევრებმა არ შეუშვეს მეთვალყურეები, ზოგ შემთხვევაში კი ადვილად მოსაცილებელი მელნით განახორციელეს ამომრჩევლის მარკირება. დამოუკიდებელ წყაროებს არც ერთი ბრალდება არ დაუდასტურებიათ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალი კერიმლის განცხადებით, თუ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, "აზატლიკი" მომხრეებს ბაქოში დემონსტრაციების გამართვისკენ მოუწოდებს. საარჩევნო პროცესს 1600 უცხოელი და 17 000-მდე აზერბაიჯანელი მეთვალყურე აკვირდება. მათი წინასწარი დასკვნები გვიან ღამითაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG