Accessibility links

logo-print

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრ


ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრ ჯავად ვაიდის განცხადებით, ირანი გააგრძელებს ურანის კონვერსიას

ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრ ჯავად ვაიდის განცხადებით, ირანი გააგრძელებს ურანის კონვერსიას
ისპაჰანის მახლობლად მდებარე ქარხანაში, მიუხედავად უცხოეთიდან მომდინარე ზეწოლისა, შეწყვიტოს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. ამავე წყაროს ცნობით, ირანმა უკვე მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს. ურანის კონვერსია არის პროცესი, რომელიც წინ უძღვება ურანის გამდიდერებას - ეს კი შესაძლებელს ხდის საწვავის გამოყენებას როგორც მოსახლეობის ენერგიით მოსამარაგებლად, ისე ატომური ბომბის დასამზადებლად. დღესვე ირანის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ ნება დართო გაეროს ექსპერტებს, შეამოწმონ პერჩინის სამხედრო კომპლექსი და დარწმუნდნენ, რომ ირანს არ გააჩნია ბირთვული იარაღის შესაქმნელი საიდუმლო პროგრამა. ამ შინაარსის ბრალდებას მას აშშ უყენებს. ამასობაში, თეირანიდან მოსული ინფორმაციით, ირანმა ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას ოფიციალურად მიმართა თხოვნით, განახლდეს მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე. ეს მოლაპარაკება წელს, აგვისტოში შეწყდა მას შემდეგ, რაც ირანმა უარყო მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ხელშეწყობის ინიციატივა ბირთვული საწვავის შექმნაზე უარის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG